Monday, September 25, 2017

   
      მოგესალმებით ჩემ ბლოგზე, 
მე ვარ მათემატიკის მენტორი მასწავლებელი, 
მასწავლებელთა სახლის ტრენერი მათემატიკის მიმართულებით,
eTwinning პროგრამის ტრენერი და ამბასადორი,

ახალი სკოლის მოდელის პროექტის-
კომპიუტერული ტექნოლოგიების ქოუჩი,
STEM მენტორი,

Microsoft-ის  ინოვატორი ექსპერტ მასწავლებელი, 
Microsoft-ის მასტერ-ტრენერი და ამბასადორი.

ბლოგზე შეგიძლიათ იხილოთ ჩემი და ჩემი მოსწავლეების მიერ შექმნილი ელექტრონული რესურსები და სწავლა-სწავლების პერიოდში განხორციელებული აქტივობების ამსახველი მასალები, რომლებიც  განთავსებულია  გამოცდილების გაზიარების მიზნით.

კონკურსი: "მასწავლებელი-მეგზური ევროპისაკენ-2019" 
გამარჯვებული პროექტი:
 " ევროპული ღირებულებებით -ევროპასთან ერთად"
დაჯილდოვების ცერემონია:



Microsoft-CDI-eTwinning -Intel-STEM-ის კონკურსებში გამარჯვებული პროექტები: 


Microsoft Global Conference-Budapest with Anthony Salcito




Tuesday, June 20, 2017


ბლოგის მიზანი:
  •  ჩემი, როგორც მასწავლებლის,  საქმიანობის აღრიცხვა.
  •  ჩემი მოსწავლეების მიერ განხორციელებული აქტივობების ასახვა.
  • ჩემი და ჩემი მოსწავლეების მიერ შექმნილი სასწავლო  რესურსების წარდგენა
  • მოსწავლეებისა და დაინტერესებულ პირთათვის საინტერესო სასწავლო თუ განმავითარებელი რესურსების შეთავაზება.
  • მათემატიკის, როგორც მეცნიერების პოპულარიზაცია და პრობლემური საკითხების განხილვა.
  • მათემატიკის კათედრის მუშაობის აღრიცხვა.
  • მათემატიკით დაინტერესებულ პირთათვის ელექტრონული ტესტების, ქვიზების და თავსატეხების შეთავაზება.
  • მოსწავლეებთან, კოლეგებთან თუ მათემატიკით დაინტერესებულ პირებთან ურთიერთთანამშრომლობა.


ყოველ ვიზიტორს გთხოვთ შეავსოთ:

კითხვარი ანონიმურია და ემსახურება ბლოგის გაუმჯობესებას!
მადლობა!


Monday, July 11, 2016

eTwinning Plus Contact Seminars

"მასწავლებელი-მეგზური ევროპისაკენ"-კონკურსში გამარჯვებულ მასწავლებელთა სასწავლო ვიზიტი  ესტონეთში



eTwinning Plus Contact Seminar, Prague-2018 ,  31 May-3  June




eTwinning Plus Contact Seminar, Warsaw-2016 ,  30 June-3 July




Wednesday, March 16, 2016

Saturday, January 11, 2014

მასწავლებლის ათი მცნება

  1. გაინტერესებდეს   შენი საქმე.
  2. იცოდე შენი საგანი.
  3. იცოდე, რა გზით შეიძლება შენთვის  აუცილებელის შესწავლა, რამეთუ აღმოჩენა შენს მიერ, შესწავლის საუკეთესო საშუალებაა.
  4. ჰხედავდე  მოწაფეთა  სახეებზე მათ ფიქრს, თუ რას  ელიან შენგან.  პატივ ეცი მათ  სატკივარს.  წარმოიდგინე საკუთარი თავი მათ ადგილას.
  5. ნუ მისცემ მხოლოდ  მწირ ინფორმაციას.  ეცადე, დააჩვიო მოსწავლე მსჯელობას, თანმიმდევრულ მუშაობის უნარს და აზროვნებას.
  6. მიაჩვიე  მოსწავლე მიხვედრას.
  7.  მიაჩვიე მოსწავლე მტკიცების წესსა და რიგს.
  8.  ჰპოვე ადამიანში ის, რაც საზოგადოა, რაც შეიძლება სხვა  ამოცანის  ამოხსნაში გამოდგეს. აღმოაჩინე ზოგადი მეთოდი.
  9. ნუ ეტყვი მოსწავლეს ამოხსნის გზას, რათა  თავად მოწაფემ გამოიცნოს  ის, ვიდრე განუმარტავ შენ, მიაჩვიე თავად იპოვოს,  რაც შეიძლება მეტი.
  10. მიეცი მხოლოდ  მისახვედრი მითითებანი, იძულებით ნუ მოახვევ მოსწავლეს  საკუთარ აზრს .
                                                                  ჯორჯ პოია