სასწავლო რესურსების ვებ-გაერთიანება Lemill.net nadia dabrundashvili
საქმიანობა: ხაშურის
#1 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი.
განათლება:
1988 წელს დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის“
ფაკულტეტი, ამჟამინდელი-"კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტი".
სპეციალობა:
მათემატიკოსი-ეგმ-ის მათემატიკური უზრუნველყოფა.
პროფესიული
გამოცდილება:
1988
წლიდან დღემდე ვმუშაობ მათემატიკის მასწავლებლად .
(1988-1990 )_ქარელის რაიონის ს. აბანოს სკოლის მათემატიკის მასწავლებელი.
ამავდროულად ვმუშაობდი აღნიშნული სკოლის დირექტორის
მოადგილედ სასწავლო ნაწილში.
(1990-1991)_ ქარელის რაიონის ს. აბისის სკოლის
მათემატიკისა და ინფორმატიკის მასწავლებელი.
ამავდროულად ვმუშაობდი აღნიშნული სკოლის
დირექტორის მოადგილედ აღმზრდელობითი მუშაობის დარგში
1987 წელს უნივერსიტეტიდან მივლინებით გავიარე
სასწავლო -გაცნობითი პრაქტიკა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ქალაქ იენის შილერის
სახელობის უნივერსიტეტში, სპეციალობით.
2010 წლამდე
მონიჭებული მქონდა პირველი კატეგორიის მასწავლებლის წოდება.
2006 წელს მიღებული მაქვს სიგელი, როგორც
მათემატიკის მასწავლებელს: „მიღწეული
წარმატებებისათვის.
2008-2009 სასწავლო წლებში მიღებული მაქვს მადლობის
სიგელი: „ მოსწავლეთა სწავლა-აღზრდის
საქმეში გაწეული აქტიური ღვაწლისათვის“
2010 წელს ჩავაბარე მასწავლებელთა პროფესიული
განვითრების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული სასერტიფიკაციო გამოცდები: „პროფესიულ უნარებსა“ და „მათემატიკაში“ და მომენიჭა: “
სერტიფიცირებული მასწავლებლის „
სტატუსი.
2011 წელს ჩავაბარე მასწავლებელთა პროფესიული განვითრების ეროვნული
ცენტრის მიერ ორგანიზებული: „ კომპიუტერისა და ინგლისური ენის ინტეგრირებული გამოცდა“ და განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს მიერ მომენიჭა: „
საუკეთესო სერტიფიცირებული მასწავლებლის სტატუსი“.
2012 წლიდან ჩავერთე და დღემდე ჩართული ვარ სერტიფიცირებულ
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში.
2013 წელს
ჩავაბარე სასერტიფიკაციო გამოცდა „ მათემატიკა I-VI კლასები“.
2015 წელს მომენიჭა Microsoft Innovative Educator Expert-ის წოდება.
2015 წლის დეკემბერში ინოვაციური განათლების ფონდის და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ერთობლივ კონკურსში "სასწავლო პროექტის საუკეთესო პორტფოლიო 2015" გაიმარჯვა ჩემი მოსწავლეების მიერ განხორციელებულმა სასწავლო პროექტმა "სიმეტრია-სამყაროს ჰარმონია", მე კი გადმომეცა პლანშეტური კომპიუტერი.
2016 წელს იანვარში მომენიჭა "უფროსი მასწავლებლის" სტატუსი
2017 წელს მასწავლებელთა სახლთან დავდე ხელშეკრულება, როგორც გარე დამკვირვებლმა.
2018 წლის ივნისი-eTwinningPlus კონტაქტური სემინარი -პრაღა, ჩეხეთის რესპუბლიკა
2018 წლის ივნისი- STEM ექსპო კონფერენციის "მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომები ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლებისას" მე და ჩემმა მოსწავლეებმა მოვახდინეთ Minecraft პროგრამის პრეზენტაცია, როგორც Microsoft-ის წარმომადგენლებმა,
2018 წელი-მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეულის წევრი.
2019 წელი- მაინკრაფტ პროგრამის ფარგლებში განხორციელებული გლობალური პროექტის "History Blocks" მონაწილე ამბასადორი საქართველოდან.
2019 წელი- მაინკრაფტ პროგრამის ფარგლებში განხორციელებული გლობალური პროექტის "History Blocks" მონაწილე ამბასადორი საქართველოდან.
2019 წლის მარტიდან დღემდე - "ახალი სკოლის მოდელის" ექსპერტ მასწავლებელი ტექნოლოგიების მიმართულებით-ხაშურის #3 და #9 საჯარო სკოლები.
2019 წელს გავხდი კონკურსის: "მასწავლებელი-მეგზური ევროპისაკენ." გამარჯვებული მასწავლებელი.
2019 წლის ივნისი- სასწავლო ვიზიტი ესტონეთში, პროექტის "მასწავლებელი-მეგზური ევროპისაკენ" ფარგლებში.2019 წლის სექტემბერი- საერთაშორისო სემინარში მონაწილეობა-"Go European!-Building Transinternational-Partniorships for Youth Participation"- Yanoshi-Ukraine.
2019 წლის სექტემბერი - 2019 წლის ევროპის eTvinning ამბასადორების კურსში "Course for European Ambassadors"-eTwinning ჩართული ქართველი ტრენერ მასწავლებლების მენტორი მასწავლებელი.
2019 წელი-მონაწილეობა მივიღე კოალიციის "განათლება ყველასათვის" მიერ განხორციელებულ პროექტში-"მასწავლებლები კრიტიკული აზროვნებისათვის"
მათემატიკის კათედრის გამგე.
2019 წლის სექტემბერი-მომენიჭა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი
2020 წლის იანვარი-მივიღე eTwinning ამბასადორების მენტორის წოდება.
2020 წლის მარტი-ახალი ელექტრონული საგანმანათლებლო რესურსის ტექნოლოგიების ექსპერტი-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა-EMIS
2020 წლის სექტემბერი-ახალი სკოლის მოდელი-შიდა ქართლის რეგიონალური ექსპერტი კომპიუტერული ტექნოლოგიების მიმართულებით.
2020 წლის სექტემბერი- სსიპ მასწავლებლის სახლის გარე დამკვირვებელი მათემატიკის მიმართულებით.
2020 წლის 24 ნოემბერი- მინისტრის ბრძანებით მომენიჭა მენტორი მასწავლებლის წოდება.
2021 წლის 7 ოქტომბერი-T4-WEW-World Education Week-მსოფლიო საგანმანათლებლო კვირეულის მონაწილე-ხაშურის N1 საჯარო სკოლის სესიის მოდერატორი და პრეზენტატორი.2021 წელი-სსიპ მასწავლებლის სახლის ტრენერი მათემატიკის საგნობრივი მიმართულებით.
2022 წელი-გავიარე საქართველოში აშშ-ს საელჩოს საგრანტო პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული 6-თვიანი სასწავლო "STEM მენტორთა კურსი" და მომენიჭა STEM მენტორის სტატუსი.
2022 წელი-გავიარე "სამოქალაქო განათლება და ტექნოლოგიები ინგლისური ენის გამოყენებით" (CTEL) პროგრამის ტრენინგი-რომელიც განახორციელა ორგანიზაცია PH International-მა და დააფინანსა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
2022 წელი, ოქტომბერი-სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საგნობრივი ექსპერტი.
2022 წელი, ნოემბერი-ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისტი გუნდი Atemporal-კომპანია EPAM-ის რჩული გახდა, გუნდის წევრები პოლონეთში EPAM Garage Innovation Community ცენტრს გაეცნობიან, გუნდის ინსტრუქტორი: ნადია დაბრუნდაშვილი.
2023 წელი, მაისი- წარმატებით გავიარე გრაფიკული დიზაინის ტრენერთა გადამზადების (TOT) კურსი- პროექტი ხორციელდებოდა "ევროკავშირი საქართველოსთვის" მხარდაჭერით
პროფესიული განვითარება:
- „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის“ მიერ ორგანიზებული ტრენინგ კურსი „ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში“.
- სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტთან არსებუკი მასწავლებელთა პროფესიული მხარდაჭერის აკრედიტირებული ცენტრის მიერ ორგანიზებული: „განვითარების, განათლებისა და სწავლების თეორიები და მათი გამოყენება სასწავლო პროცესში
- სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტთან არსებუკი მასწავლებელთა პროფესიული მხარდაჭერის აკრედიტირებული ცენტრის მიერ ორგანიზებული: „ საგნობრივი ტრენინგი: მათემატიკის სწავლება.
- „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის“ მიერ ორგანიზებული ტრენინგ კურსი : ”ვირტუალური ლაბორატორიების გამოყენება სასწავლო პროცესში
- პროფესიული გადამზადებისა და პროფესიული ორიენტაციის ტრენინგი „კომპიუტერული ტექნოლოგიები“
- პროფესიული გადამზადებისა და პროფესიული ორიენტაციის ტრენინგი: „ინგლისური ენა“
- მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო) მიერ ორგანიზებული ტრენინგი თემაზე: ,,ვიდეო, როგორც სასწავლო რესურსი“
- მასწავლებელთა პროფესიული ცენრტის მიერ ორგანიზებული ტრენინგი თემაზე „WEB 2.0 -ფაილების შექმნის პროგრამა: Animoto .com
- მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგი: „ თანამშრომლობითი პროექტის დაგეგმვა და მართვა e-TwinningPlus ფარგლებში."
- მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული საგანმანათლებლო ტრენინგ-კურსი : „Intel-პროექტებით სწავლება.“
- მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული საგანმანათლებლო ტრენინგ-კურსი : „საგნობრივი ტრენინგი მათემატიკაში. მათემატიკის სწავლების მეთოდიკა"
- Microsoft - Teaching with Technology
- Microsoft - Teaching with Technology Basics
- Microsoft - Windows 8 in the Classroom
- Microsoft - Windows in the Classroom
- The eTwinning Learning event "Education and Diplomacy", by Silvia Dell'Acqua
- Certificate for the eTwinning Learning event Global Education & Interculturality
- Certificate for the eTwinning Learning event Learning in the Real World
- Certificate of the Microsoft Innovative Educator Expert (MIE Expert)დეკემბერი,
- 2016 – „eTwinning პროექტები Web 2.0 ინსტრუმენტებით” - ბაზალეთი.
- თებერვალი,2017–Microsoft-ინფორმაციული ტექნოლოგიები ინკლუზიური განათლებისათვის"
- აპრილი, 2017- Online - eTwinning ტრენინგი-WEB 2.0 ინსტრუმენტები
- 2017 წელი-STEM -მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი / „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო“-
- • მოდული 1 (12 საათი)-მოსწავლეზე ორიენტირებული სასაწავლო გარემო
- • მოდული 2 (12 საათი) -მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლებისა და შეფასებისმიდგომები და სტრატეგიები• მოდული 3 (12 საათი)-სასწავლო პროცესის პოზიტიური მართვა და მზაობა პროფესიული განვითარებისთვის
- 3-9-სექტემბერი-2017 ტრენინგმოდული:„მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მიდგომები, აქტიური სწავლება მათემატიკაში“
- 2017 წ, სექტემბერი- "საზოგადოებრივი საქმიანობით სწავლება-პროექტებით სწავლება"
- 2017წ. 4-7.XI-ტრენინგი გარე დაკვირვების ჯგუფის წევრ მასწავლებელთათვის.
- 2017 წ.-2018 წ. -"Course for European Ambassadors"-eTwinning
- 2018 წ. 27-28 იანვარი. "სამოქმედო კვლევა"- სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი.
- 2019 წ. 10-11 მაისი. "მასწავლებელი-მეგზური ევროპისაკენ"- აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონური ცენტრი, მასწავლებლის სახლი, საგარეო საქმეთა სამინისტრო,
- 2019 წ. 9-16 სექტემბერი. "Go European!-Building Transinternational-Partniorships for Youth Participation"-Yanoshi-Ukraine
ჩემთვის მნიშვნელოვანია, მოსწავლეები აღვზარდო პიროვნებებად, რომელთათვისაც
საგნობრივ ცოდნასთან ერთად უმთავრესი იქნება
ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები, კერძოდ კი
დემოკრატია, ადამიანის უფლებები და განსხვავებულობისადმი პატივისცემა, ამას
კი მათემატიკის სწავლების პროცესში განხორციელებული
მრავალფეროვანი პროექტებისა თუ აქტივობების
საშუალებით ვაღწევ.
პროექტების განხორციელებისას მოსწავლეები სწავლობენ
არა მხოლოდ მათემატიკას, როგორც საგანს არამედ
მათ უვითარდებათ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები,
პროექტების განხორციელებისას მოსწავლეები თეორიულ ცოდნას პრაქტიკაში აქტიურად იყენებენ.
შედეგად სწავლა უფრო საინტერესო ხდება და მოსწავლეთა
მოტივაციაც საგრძნობლად იმატებს, ამასთან, პროექტებით სწავლება მოსწავლეებს ამზადებს სამომავლოდ, ისინი სწავლობენ
საზოგადოებაში თავის დამკვიდრებას და საერთო საქმეში საკუთარი პოზიტიური წვლილის შეტანას.
ჩემს
მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ ტექნოლოგიებით გამდიდრებული გაკვეთილები, განსაკუთრებით
კი Skype გაკვეთილები უცხოელ თანატოლებთან და მასწავლებლებთან, ასევე Kahoot ტესტირებები
და Minecraft თამაშის გამოყენება საგანმანათლებლო მიზნით. ტექნოლოგიების გამოყენებით მოსწავლეები იძენენ მნიშვნელოვან უნარ-ჩვევებს და
ცოდნას, ასევე ქმნიან სასწავლო რესურსებსაც.
მე
მყავს ბევრი წარმატებული მოსწავლე თუ ყოფილი მოსწავლე, რომლებიც გაკვეთილებზე მიღებულ ცოდნას ეფექტურად იყენებენ არა მხოლოდ ამჟამინდელი წარმატებული საქმიანობისათვის,
არამედ მომავლის დასაგეგმადაც.
მახარებს ის ფაქტი, რომ ჩემი ყოფილი მოსწავლეები მუშაობენ მეცნიერებისა
და ტექნიკის სხვადასხვა სფეროში, როგორც წარმატებული პროფესიონალები.
ჩემს მოსწავლეებთან განხორციელებულ პროექტებს მოპოვებული
აქვს მნიშვნელოვანი გამარჯვებები, კერძოდ:
·
პროექტი “სიმეტრია-სამყაროს ჰარმონია” -გაიმარჯვა
კონკურსში „Intel პროექტის საუკეთესო პორტფოლიო-2015“, სადაც საჩუქრად გადმომცეს
ASUS ტაბლეტი.
- პროექტი „Symmetry –A World of Harmony”-გაიმარჯვა Microsoft-ის კონკურსში და მე , როგორც მასწავლებელი
პროექტის წარსადგენად მიმიწვიეს Microsoft-ის გლობალურ ფორუმზე ბუდაპეშტში, უნგრეთი.
·
eTwinning
პროგრამაში მოსწავლეებთან წარმატებით განხორციელებული პროექტები დაჯილდოვებულია
ხარისხის ნიშნით, მე , როგორც პროექტების განმახორციელებელი მასწავლებელი კი მიწვეული
ვიყავი კონტაქტურ სემინარზე ვარშავაში-2016 წელს და პრაღაში 2018 წელს.
·
მოსწავლეებთან
ტექნოლოგიების წარმატებით გამოყენებისათვის Microsoft კომპანიის მიერ საჩუქრად გადმომეცა გრაფიკული ტაბლეტი და პროგრამა
3D Classroom.
·
გამოცდილების გაზიარების მიზნით მასწავლებელი-ამბასადორის
მიერ მიწვეული ვიყავი ლონდონში-2018 წელს.
·
ჩემმა მოსწავლეებმა შექმნეს Minecraft მათემატიკის
სასწავლო თამაშები, მე კი გადმოვაქართულე რამდენიმე თამაში, რომლებიც Microsoft-ის საქართველოს წარმომადგენლების მიწვევით
წარვადგინეთ 2018 წელს, STEM-ექსპო კონფერენციაზე.
დღემდე
აქტიურად ვთანამშრომლობ ქართველ და უცხოელ კოლეგებთან და პარალელურად ვახდენ საკუთარი
პროფესიის პოპულარიზაციასაც.
გამოცდილების გაზიარების მიზნით სისტემატიურად
ვატარებ სამოდელო და საჩვენებელ გაკვეთილებს მათემატიკაში.
როგორც eTwinningPlus ტრენერი, ვატარებ
ტრენინგებს მასწავლებლებისათვის.
როგორც
მომხსენებელს, მონაწილეობა მაქვს მიღებული 20-მდე კონფერენციაში და ჩემი მოხსენებებს ნაწილი გამოქვეყნებულია სტატიების სახით საგანმანათლებლო ჟურნალებში.
სისტემატიურად ვქმნი მრავალფეროვან ელექტრონულ რესურსს მოსწავლეებისათვის და მათემატიკით დაინტერესებული
ადამიანებისათვის.
შექმნილი მაქვს საკუთარი საგანმანათლებლო არხი Youtube.com-ზე, რომელსაც ჰყავს მრავალი გამომწერი.
პერიოდულად ჩვენს სკოლაში სასწავლო პრაქტიკაზე მყავს უნივერსიტეტის სტუდენტები-მომავალი მასწავლებლები.
ვარ Facebook ჯგუფის “მათემატიკის მასწავლებლები“
ადმინისტრატორი, სადაც გაერთიანებულია 3000-მდე წევრი და ჩვენ ერთად ვახდენთ მნიშვნელოვანი
საკითხების განხილვა-გაანალიზებას.
ჩემი გამოცდილების გაზიარების მიზნით შექმნილი მაქვს საგანმანათლებლო ბლოგი, სადაც სისტემატიურად
განვათავსებ ჩემი პედაგოგიური საქმიანობის შესახებ ინფორმაციას.
2017
-2018 სასწავლო წელს ვხელმძღვანელობდი სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის პროექტს , რომლის
ფარგლებშიც ხაშურის #1 საჯარო სკოლაში დაიგეგმა და წარმატებით განხორციელდა 12 სოციალური პროექტი,
რომლებშიც ჩაერთო თითქმის მთელი სკოლა და თემი, ვისზეც გათვლილი იყო პროექტები. პროექტების მიზნები ეფუძნებოდა გაეროს მდგრადი განვითარების
მიზნებს.
ჩემი,
როგორც მასწავლებლის მიზანია, ვიყო არა მხოლოდ
მათემატიკის პროფესიონალი მასწავლებელი, არამედ ვიყო საზოგადოებისათვის სასარგებლო ადამიანი, ჩვენი ქვეყნის
ღირსეული მოქალაქეების აღმზრდელი, რომლებიც დააფასებენ არა მხოლოდ საკუთარ ქვეყანას, ეროვნებას და კულტურას, არამედ პატივს სცემენ და აღიარებენ
საერთოევროპულ ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს.
2019 წელი.

მენტორის სტატუსის მონიჭება:
1) სამინისტროს პორტალზე: https://bit.ly/3nUleyA
2) მინისტრის ბრძანება: https://bit.ly/2UZ8FFO
სად მოასწარი ამდენი? მე 5 წლით ადრე დავამთავრე შენზე და თურმე არაფერი გამიკეთებია?! ყოჩაღ ნადია ამ შემართებით იარე და იქნებ შენნაირი გამრჯე ადამიანი მაინც მოხვდეს საქართველოს განათლების სისტემის სათავეში და ბოლოს და ბოლოს ეშველოთ ამ გასაცოდავებულ მასწავლებლებს რამე. თუ წინააღმდეგი არა ხარ დიდი სიამოვნებით ვიმეგობრებდი და ვითანამშრომლებდი შენნაირ კარგ სპეციალისტთან. გორის მე-2 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი მალხაზი ჯინისიანი.
ReplyDeleteძალიან მომეწონა თქვენი პორტფოლიო. ბევრისათვის გეზის მიმცემია. გვიმრავლოს თქვენისთანა მასწავლებლები, რომლებიც ამდენს აკეთებენ ღირსეული ახალგაზრდების აღზრდისათვის. გისურვებთ წინსვლას.
ReplyDeleteკიდევ უამრავ წარმატებას გისურვებთ!
ReplyDeleteძალიან ჭკვიანი ქალბატონი ბრზანდებით!
ReplyDeleteსაინტერესო ბლოგია - დახვეწილი და ორგანიზებული. ბევრი გიშრომიათ. წარმატებებს გისურვებთ.
ReplyDeleteძალიან მდიდარი პორტფოლიო, წარმატებები ჩემო ნანა.<3
ReplyDeleteწარმატებები ნაან! ეს ყველაფერი შენი დაუღალავი შრომის შედეგია. ყოჩაღ შენ! მისაბაძი ადამიანი ხარ როგორც მოსწავლეებისთვის ასევე შენს გვერდით მყოფი მასწავლებლებისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის ვისაც უნდა რაიმე წარმატების მიღწევა ცხოვრებაში. ძალიან მეამაყები.
ReplyDeleteქალბატონო ნანა! თქვენ ბრძანდებით მისაბაძი მასწავლებელი. უმრავლოს საქართველოს პროფესიონალი და მოტივირებული მასწავლებლები.
ReplyDeleteყველაფერი ლაკონური და კონკრეტულია, როგორც მათემატიკოსებს სჩვევიათ. წარმატებებს გისურვებთ.
ReplyDeleteძალიან მომეწონა თქვენი პორტფოლიო და საერთოდ თქვენს მიერ შემოთავაზებული ყველა რესურსით კმაყოფილი ვარ ძალიან. წინსვლა და წარმატებები მინდა გისურვოთ!
ReplyDeleteმისაბაძი მასწავლებელი ბრძანდებით.წარმატებები!
ReplyDeleteმართლაც დიდი შრომის შედეგი
ReplyDeleteწარმატებებს გისურვებთ. თქვენი რესურსები ყოველთვის საინტერესოა
ReplyDelete