Saturday, January 11, 2014

მასწავლებლის ათი მცნება

  1. გაინტერესებდეს   შენი საქმე.
  2. იცოდე შენი საგანი.
  3. იცოდე, რა გზით შეიძლება შენთვის  აუცილებელის შესწავლა, რამეთუ აღმოჩენა შენს მიერ, შესწავლის საუკეთესო საშუალებაა.
  4. ჰხედავდე  მოწაფეთა  სახეებზე მათ ფიქრს, თუ რას  ელიან შენგან.  პატივ ეცი მათ  სატკივარს.  წარმოიდგინე საკუთარი თავი მათ ადგილას.
  5. ნუ მისცემ მხოლოდ  მწირ ინფორმაციას.  ეცადე, დააჩვიო მოსწავლე მსჯელობას, თანმიმდევრულ მუშაობის უნარს და აზროვნებას.
  6. მიაჩვიე  მოსწავლე მიხვედრას.
  7.  მიაჩვიე მოსწავლე მტკიცების წესსა და რიგს.
  8.  ჰპოვე ადამიანში ის, რაც საზოგადოა, რაც შეიძლება სხვა  ამოცანის  ამოხსნაში გამოდგეს. აღმოაჩინე ზოგადი მეთოდი.
  9. ნუ ეტყვი მოსწავლეს ამოხსნის გზას, რათა  თავად მოწაფემ გამოიცნოს  ის, ვიდრე განუმარტავ შენ, მიაჩვიე თავად იპოვოს,  რაც შეიძლება მეტი.
  10. მიეცი მხოლოდ  მისახვედრი მითითებანი, იძულებით ნუ მოახვევ მოსწავლეს  საკუთარ აზრს .
                                                                  ჯორჯ პოია